საქართველოში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 740 ადამიანი


  • საქართველოში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში 3 740 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 212 526 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 188 408 გამოჯანმრთელდა, 2 182 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 470, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 358 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 1671 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

20 − 5 =

Akismet ანტისპამი