საქართველოში კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 316 პაციენტი


  • უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 316 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 206 907 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 175 842 გამოჯანმრთელდა, 2 055 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 465 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 553, ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 971.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.