- საქართველოში კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 105 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამისშესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 194 900 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 164 786 გამოჯანმრთელდა, 1 883 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 969 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 710, ხოლო კოვიდსასტუმროში – 2 734.