საქართველოში კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 306 ადამიანი


  • საქართველოში კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე ინფორმაციით, 2 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 158 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 129 210 გამოჯანმრთელდა, 1 462 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 241 ადამიანი, თვითიზოლაციაშია 51 262 პირი.

6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 899 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, 13 779 კი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.