საქართველოში კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 058 ადამიანი


  • საქართველოში კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 ქვეყანაში კორონავირუსისგან 4 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 127 942 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 106 328 გამოჯანმრთელდა, 1 195 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 2 114, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 251 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 863 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 489 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 − 11 =

Akismet ანტისპამი