- საქართველოში კორონავირუსის 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 76 658 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 58 674 გამოჯანმრთელდა, 669 კი, გარდაიცვალა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 2 425 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 355, ხოლო კოვიდსასტუმროში – 3 361.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.