საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 413 პაციენტი


  •  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ​40 727 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 413 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 25 104.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 28 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 335-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 007 მოქალაქე,  თვითიზოლაციაში იმყოფება 29 565 პირი. ინფიცირებულთაგან 4 188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 8 870 კი ბინაზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × five =

Akismet ანტისპამი