- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 40 727 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 413 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 25 104.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 28 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 335-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 007 მოქალაქე, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 565 პირი. ინფიცირებულთაგან 4 188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 8 870 კი ბინაზე.