- საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30 303 შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე, stopcov.ge -ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა 604 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 215-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 112 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 766 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 268-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.