საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი

  • საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 22 803-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე, stopcov.ge -ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა  398 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 178-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 462 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 071 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 772-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.