საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1548 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 17-ით გაიზარდა და 1270-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5806 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seventeen − four =

Akismet ანტისპამი