საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა


  • საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1510 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და ამჟამად 1243-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5828 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × 3 =

Akismet ანტისპამი