საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა


  • საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1278- მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4 – ით გაიზარდა და 1058-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 7208 ადამიანი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

12 + 2 =

Akismet ანტისპამი