- საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1278- მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4 – ით გაიზარდა და 1058-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 7208 ადამიანი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.