საქართველოში კორონავირუსის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • საქართველოში „კოვიდ 19“-ის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაუდასტურა.

“ჩვენ ვანგარიშობთ გუშინდელი დილიდან, 09:00 საათიდან დღევანდელ 09:00 საათამდე და გვქონდა ცხრა შემთხვევა. დღის განმავლობაში ექვსი დაემატა და შესაძლებელია კიდევ დაემატოს.

ექვსი შემთხვევა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ დაადასტურა. ეს მიემატება უკვე დადასტურებულ 837 შემთხვევას“, – აცხადებს გამყრელიძე.

ამასთან, რესპუბლიკური კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა, რომ ექვსი დადებითი პასუხი მათი კლინიკიდან გაგზავნილი პაციენტების ტესტებიდან მიიღეს.

ლევან გოფოძის თქმით, სამ დღეში მათთან კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა სამიდან 17-მდე გაიზარდა.

სამედიცინო დაწესებულების დირექტორის განცხადებით, მათ ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს და მიმართვიანობასთან ერთად ტესტებზე დადებითი პასუხების რაოდენობაც იმატებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!