საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა


  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1 -ით გაიზარდა და 828 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობისმიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 4-ით გაიზარდა და 694 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3230 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 285 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

15 + 15 =

Akismet ანტისპამი