საქართველოში ე.წ. ინდური შტამის კიდევ შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • საქართველოში ე.წ. ინდური შტამის კიდევ შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“გიდასტურებთ, რომ გაიზარდა შემთხვევები, გუშინ „დელტა“ შტამის შვიდი შემთხვევა დადასტურდა. სხვადასხვა პროგნოზირების მაჩვენებლებით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუციების, ისე ჩვენი მოდელირებით, ვფიქრობთ, რომ 10-დან 20 პროცენტამდე შეიძლება, ქვეყანაში მერყეობდეს „დელტა“ შტამის ცირკულაცია ქვეყანაში. მოგეხსენებათ, ეს პროგნოზირებადი იყო, რამდენადაც ეს შტამი თანდათან ბრიტანეთში და ევროპის ქვეყნებში ანაცვლებს ე.წ. ბრიტანულ შტამს და მისი გავრცელება სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. თუ არ ვცდები, დღევანდელი მონაცემებით, 85 ქვეყანაში არის უკვე დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე, მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტად უნდა დავიცვათ რეგულაციები და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.