- საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, წითელი ჯვრის საზოგადოებამ USAID-ის მხარდაჭერით მესტიის მოსახლეობას 270 სასურსათო და 270 ჰიგიენური ამანათი გადასცა, ასევე ადგილობრივებს ინფექციის რისკის შემცირების მიზნით მიეწოდათ ინფორმაცია ჰიგიენის წესებისა და პროფილაქტიკური ზომების შესახებ.
აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება გათვალისწინებულია 70 წლის და უფროსი ასაკის მარტოდ მცხოვრები ადამიანებისთვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ უკვე 100 000-ზე მეტი ამანათი დაარიგა ქვეყნის მასშტაბით.