საქართველოს უნივერსიტეტი – უმაღლესი სამეცნიერო და სამედიცინო მიღწევების პირისპირ

საქართველოს უნივერსიტეტის  ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში, კარგად აცნობიერებენ ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს და საჭიროებებს. იციან, პრობლემის გადაჭრის გზა არის ერთი-პროფესიონალი კადრები, სწორედ ამიტომ დარგის წამყვანი სპეციალისტების დახმარებით, ჯანდაცვის სფეროს სიღრმისეული ცოდნის მქონე ახალ თაობას ამზადებენ, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი შეაქვთ ჯანდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესებაში.
უფრო დეტალურად პროგრამების შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დირექტორი,
თამარ ლობჯანიძე გვესაუბრა.

-რა მიმართულებებს სთავაზობს ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა მომავალ სტუდენტებს?
-ჩვენ, სტუდენტებს, სხვადასხვა მიმართულებით ვამზადებთ, მათ შორის აღსანიშნავია ჯანდაცვის ადმინისტრირება, სადაც სტუდენტები სწავლობენ ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, ვინაიდან, ჯანდაცვის ადმინისტრატორის პროფესია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი პროფესიაა, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებას და პაციენტზე ორიენტირებულ მომსახურების სისტემის ჩამოყალიბებას.

– გვესაუბრეთ საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე
საექთნო საქმის პროგრამა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ბაზარი, დღეს, ამ მიმართულებით, ნამდვილად, განიცდის კადრების ნაკლებობას, ამიტომ ჩვენი მიზანია მოვამზადოთ პროფესიონალი ექთნები, რომელთა როლი ინსტრუმენტული იქნება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით. “საექთნო საქმის” გარდა, გვაქვს მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამაც, რომელიც როგორც სხვა დანარჩენი პროგრამები, აგებულია ევროკავშირის რეგულაციებზე და ითვალისწინებს მის ყველა მოთხოვნას, რომელიც აუცილებელია პროფესიონალი ექთნებისა და ექიმების მოსამზადებლად. გარდა “საექთნო საქმის” და “ჯანდაცვის ადმინისტრირების” პროგრამებისა, საქართველოს უნივერსიტეტი, სტუდენტებს ფარმაციის მიმართულებასაც სთავაზობს. ფარმაციის პროგრამას უმაღლესი დონის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ინტენსიური პრაქტიკული კურსები გამოარჩევს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაუმკლავდნენ უახლეს გამოწვევებს და გახდნენ პროფესიონალი ფარმაცევტები. სტუდენტები სიმულაციურ აფთიაქში, როლური თამაშების დახმარებით, ფარმაცევტულ ქეისებს და მედიკამენტურ თერაპიას სწავლობენ.

პროგრამებთან ერთად, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა, სტუდენტებს, მრავალფეროვან რესურსებსაც სთავაზობს, მათ შორის, აღსანიშნავია, სიმულაციური ჰოსპიტალი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით, მულტიფუნქციური მანეკენებითა და სამედიცინო ინვენტარით. სადაც მაქსიმალურად რეალობასთან მიახლოებულ გარემოში სტუდენტები ეუფლებიან პაციენტის მოვლას, ჭრილობის დამუშავებას, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის უნარებსა და სხვა.
გვაქვს ციტოლოგია-ჰისტოლოგიის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით, მათ შორის ელექტრონული მიკროსკოპითა და სინათლის მიკროსკოპებით, რომლის დახმარებითაც სტუდენტებს შეუძლიათ დაამზადონ სხვადასხვა პრეპარატები. სტუდენტების განკარგულებაშია ასევე, სტომატოლოგიური სიმულაციური და პრაქტიკული ლაბორატორია, სადაც სპეციალიზებულ მანეკენებზე მუშაობენ მრავალფუნქციურ სტომატოლოგიურ მაგიდებთან და მოწყობილობებთან, გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ, გავხსენით სტომატოლოგიური კლინიკა “UG DENT”, რომელიც ძალიან კარგი საშუალებაა სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის, რომ პაქტიკული და სამუშაო გამოცდილება ერთდროულად დააგროვონ. OSCE-ის დარბაზი კი, ყველა საჭირო მანეკენითა და ფანტომითა აღჭურვილი, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდებს აბარებენ”.-ამბობს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დირექტორი, თამარ ლობჯანიძე.


საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის სტუდენტები, შრომით ბაზარზე მოთხოვნადები არიან და სტაჟირებებს სხვადასხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში გადიან. სტაჟირების წარმატებით დამთვარების შემდეგ კი, ამ და სხვა დაწესებულებებშივე საქმდებიან.
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის სლოგანია “უმაღლესი სამეცნიერო და სამედიცინო მიღწევების პირისპირ” და აქ ელოდებიან იმ სტუდენტებს, ვისაც სწავლა უნდათ
.


საუბარი ჩაიწერა ნ. მიქავამ

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.