“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ელექტროგადამცემი ხაზის “მესხეთი” გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს


  • წუხელ ქვეყნის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” განცხადებას ავრცელებს. 
“საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის “მესხეთი” გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო”, – ნათქვამია ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five + 10 =

Akismet ანტისპამი