საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში მკურნალობის მიზნით შესასვლელად, მიზნობრივი ვიზა აღარ დასჭირდებათ

  • სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და თან­მხლებ პი­რებს, მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით თურ­ქეთ­ში შე­სას­ვლე­ლად, მიზ­ნობ­რი­ვი (სამ­კურ­ნა­ლო) ვი­ზის აღე­ბა აღარ დას­ჭირ­დე­ბათ. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

“თურ­ქულ­მა მხა­რემ კი­დევ ერთხელ გა­და­ხე­და მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად მიზ­ნობ­რი­ვი ვი­ზის აღე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და გვაც­ნო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და თან­მხლებ პი­რებს მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით თურ­ქეთ­ში შე­მო­სას­ვლე­ლად აღარ ესა­ჭი­რო­ე­ბათ მიზ­ნობ­რი­ვი (სამ­კურ­ნა­ლო) ვი­ზის აღე­ბა. ხსე­ნე­ბულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, გუ­შინ, შედ­გა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს კო­მუ­ნი­კა­ცია თურ­ქე­თის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან და სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქე­თის დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას­თან.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს­თან გრძელ­დე­ბა უვი­ზო რე­ჟი­მი და უკვე მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი: პირ­ველ რიგ­ში, პა­ცი­ენ­ტმა ან თან­მხლებ­მა პირ­მა უნდა მი­მარ­თოს თურ­ქე­თის შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კას, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით თან­ხმო­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით;

პა­ცი­ენ­ტმა ან თან­მხლებ­მა პირ­მა შე­სა­ბა­მის თურ­ქულ კლი­ნი­კას­თან ერ­თად უნდა გა­ი­ა­როს რე­გის­ტრა­ცია თურ­ქე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს -“USHAŞ” მიერ შექ­მნილ ვებ-გვერ­დზე: https://covid19st.ushas.com.tr/ და ატ­ვირ­თოს მო­თხოვ­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია;

ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტმა ან თან­მხლებ­მა პირ­მა შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კას­თან ერ­თად უნდა და­გეგ­მოს ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სა­კი­თხი. ამას­თან, პა­ცი­ენ­ტთან ერ­თად და­იშ­ვე­ბა მხო­ლოდ 2 თან­მხლე­ბი პირი“, – ნათ­ქვა­მია სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.