მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ფოტოგამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ მოაწყო.
დღევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო წერილები, ჩანაწერები, ფოტოები და ხელნაწერები, რომლებიც ასახავდა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას ევროპასთან. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის გრძნობდა და თვლიდა თავს ევროპის ნაწილად და ეს ძალიან კარგად ჩანს დღევანდელი მასალებით. „ გამოფენამ გვინდა მთელი საქართველო მოიცვას, ჩვენ გვსურს, ახალგაზრდებმა და არა მარტო ახალგაზრდებმა, იცოდნენ, თუ რა მასალა გვაქვს ჩვენ, ხელნაწერ ცენტრს და როგორ ახასახვს მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას ევროპულ სამყაროსთან.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=cAHpRrQ-xcI[/embedyt]
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გამოფენა 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.