- საფრანგეთში საქართველოს საელჩო 16 აპრილის პარიზი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ, განცხადებას ავრცელებს.
“გაცნობებთ, რომ პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება 16 აპრილს, საფრანგეთის დროით 12:30 საათზე პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტის (Roissy-Charles-de-Gaulle) 2A ტერმინალიდან. რეგისტრაცია დაიწყება 10სთ-სა და 15 წთ-ზე და დასრულდება ზუსტად 11 სთ-სა და 45 წუთზე. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ავიარეისზე ბილეთების შეძენას შეძლებთ 14 აპრილიდან, რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ავიახაზების ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ბილეთის ფასია 199 ევრო. მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს”,-ნათქვამია ინფორმაციაში.