საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდს” ორი ახალი ფეხბურთელი ჰყავს

საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” ინფორმაციით, მოსამზადებელ პერიოდში, ზუგდიდელთა რიგებს ორი ფეხბურთელი შეუერთდა ირაკლი კლიმიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში არაერთ ქართულ და უცხოურ კლუბებში უთამაშია – ირაკლი კლიმიაშვილმა

(თბილისის, “ვიტჯორჯია”, გორის “დილა”, ბოლნისის “სიონი”, ქუთაისის “ტორპედო”, თბილისის “ლოკომოტივი”, ქობულეთის “შუქურა”, მარტვილის “მერანი”, “რუსთავი” -უცხოური კლუბები -ტაშკენტის “ფახთაკორი”, მახაჩკალას “ანჟი”, რიგის “სკონტო”), ბოლო სეზონი “რუსთავში” ითამაშა.

კლუბის ცნობით, მეორე ახალწვეული კი, ასევე ნახევარმცველი ლევან ბაკურაძეა, რომელსაც ასევე ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში დიდი გამოცდილება აქვს – ლევან ბაკურაძეს (“სამტრედია”, ქუთაისის “ტორპედო, საჩხერის “ჩიხურა”, ვანის “სულორი”, თერჯოლის “საპოვნელა”)არაერთ ქართულ კლუბში უთამაშია და მან, ბოლო სეზონი ჩოხატაურის “ბახმარო”-ს რიგებში გაატარა.

რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდს”-გუნდი თებერვლის დასაწყისში კიდევ ორ საკონტროლო მატჩს გამართავს, რის შემდეგაც ორჯერად ვარჯიშებზე გადავა. მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელთან, რომლებიც შესაძლოა ზუგდიდელთა რიგებს, შეკრებამდე შეუერთდეს.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …