სასულიერო პირებმა ხალხს მიმართეს


ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა დასრულდა. წირვის ბოლოს მრევლს ქადაგებისას ქვეყნის სხვადასხვა ეპარქიის წარმომადგენელმა მიმართა სიტყვით. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ მუსიკალური ფესტივალი „კაზანტიპი“ გარყვნილებაა  და დღეს ამ გარყვნილების შეფუთვა ხდება. პატრიარქის ქორეპიკოპოსმა მეუფე თეოდორე ჭუაძემ თავდაპირველად ფერისცვალების დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ქრისტიანულ სამყაროში, „მით უფრო ამ განსაცდელის დროს, რადგან დღეს გარყვნილებას სხვა სახელი დაერქვა“   

მიტროპოლიტმა გერასიმემ თითოეული ეპარქიის წარმომადგენელს, რომლებიც დღეს ზუგდიდში იმყოფებიან, მადლობა გადაუხადა.

„მადლობა, რომ განსაკუთრებული განსაცდელის და საჭიროების დროს ჩამოხვედით აქ. ეკლესია არ არის ფესტივალის და მუსიკის წინააღმდეგი, ეკლესია წინააღმდეგია გარყვნილების. „კაზანტიპი“ სწორედ შეფუთული გარყვნილებაა. ვის არ ულოცია საკუთარი თავისთვის, მაგრამ დღეს დადგა ჟამი, ვიფიქროთ არა ჩვენს კეთილდღობაზე, არამედ ჩვენი ქვეყნის მშვიდობაზე“, – აღნიშნა მეუფე გერასიმემ.

მანვე მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, რომ მან დღეს ღვთისმშობლის კვართის გამობრძანების ნება დართო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.