- ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დრამატული სტუდია “შთამომავლები” მონაწილეობას ღებულობდა სასცენო ხელოვნების სატელევიზიო კონკურს-ფესტივალში “ოქროს მართვე”, რომლის ორგანიზატორი იყო საქართველოს შემოქმედებითი გაერთიანება “კამერტონ არტი”.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დრამატული სტუდიის “შთამომავლების” ხელმძღვანელმა ნონა ტოტოჩავამ “ზუგდიდლებთან” აღნიშნა, რომ კონკურს-ფესტივალი სამ ეტაპად ტარდებოდა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შემოქმედებითი კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები ღებულობდნენ მონაწილეობას, ასევე წარმოდგენილნი იყვნენ სხვა ქვეყნებიდანაც. “შთამომავლებმა” წარმატებით გადალახა სამი ეტაპი და ფინალურ ტურში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
21 დეკემბერს სასახლის სცენაზე პატარა მსახიობებმა წარმოადგინეს სპექტაკლი “ბოშები”( ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით) დამდგმელი რეჟისორი ნონა ტოტოჩავა, ქორეოგრაფი ლიკა კაპანაძე) . ასევე სცენა დაეთმო ნორჩ დეკლამატორებს, რომლებმაც წაიკითხეს ქართველ პოეტთა ლექსები. დასასრულს, გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი.
- გრან-პრი დემეტრე ჩარგაზია (მხატვრული კითხვა);
- პირველი ადგილი გიორგი კიტია ( მხატვრული კითხვა);
- მეორე ადგილი ლიზი თოდუა (მხატვრული კითხვა) დრამატული სტუდია ” შთამომავლები”;
- მესამე ადგილი გივიკო ესართია (მხატვრული კითხვა) და გაბრიელ თოდუამ (მხატვრული კითხვა);
- “კამერტონ არტის” რჩეულია გიორგი კიტია.
კონკურს-ფესტივალის სპეციალური პრიზი “თამაზ რუსეიშვილის სახელობის ჯილდო” საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა სტუდიის ხელმძღვანელს ნონა ტოტოჩავას. დრამატული სტუდია დაჯილდოვდა მეორე ხარისხის დიპლომებით, მედლებით და პრიზებით. “შთამომავლები” 2023 წლის გაზაფხულზე თურქეთში ქალაქ ფეტიეში გასტროლ-ფესტივალზე არიან მიწვეულები.