სასახლის დრამატული სტუდიის წარმატება

  • ბათუმში მეხუთე საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე “Wonderland“ From Georgia with love 2019”, სასახლის დრამატული წრის “შთამომავლების” სპექტაკლი “დარისპანის გასაჭირი” (დავით კლდიაშვილის კომედიის მიხედვით) პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გახლავთ ნონა ტოტოჩავა.
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დრამატული სტუდიის ხელმძღვანელმა ნონა ტოტოჩავამ “ზუგდიდელბს” უთხრა, რომ გამარჯვების მოლოდინი ჰქონდათ, რადგან ამაღლებული განწყობით წავიდნენ ფესტივალ-კონკურსზე.”ფესტივალ-კონკურსზე მონაწილეობდა 18 ქვეყანა. ჩვენ საზოგადოების წინაშე, დარისპანის გასაჭირით წარვსდექით. ნომინაციაში “თეატრი” ავიღეთ პირველი ადგილი. გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავით. მინდა მადლობა გადავუხადო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსს დავით შამათავს, რომელმაც მხარდაჭერა გაგვიწია ტრანსპორტიტ უზრუნველყოფის საქმეში, რომ შეგვძლებოდა შეუფერხებლად მიგვეღო მონაწილეობა საერთშორისო კონკურს ფესტივალზე.”

გამარჯვებულებს დიპლომი და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.