სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.

ვაჟა-ფშაველას “ჩხიკვთა ქორწილის“ ახლებური ინტერპრეტაცია სასახლესთან არსებული საყმაწვილო თეატრის ხელმძღვანელმა მერაბ კაკალიამ დადგა. მონო სპექტაკლში მთავარი როლი ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მე-6 კლასელმა მოსწავლემ, ქეთა მაქაცარიამ შეასრულა.

ნორჩმა არტისტმა, რომლისთვისაც სპექტაკლი სადებიუტო იყო, მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × one =

Akismet ანტისპამი