- დღეს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, დრამატული სტუდია ‘’შთამომავლები’’ მაყურებლის წინაშე კიდევ ერთი სპექტაკლის პრემიერით წარსდგა.
ნორჩმა მსახიობებმა, სცენაზე ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნაწარმოები –“პატარა უფლისწული” გააცოცხლეს და მაყურებელი ბავშვობის ფერად წლებში ამოგზაურეს.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი – ნონა ტოტოჩავა, ქორეოგრაფი-გიორგი ქობალია.