სასამართლომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებს მოუსმინა


ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები მოწმის სახით დაიკითხნენ. სასამართლოში გამოცხადდა კომისიის ყველა წევრი: ბაკურ კვეტენაძე, ბესიკ ჭეჟია, მაიზერ ნანავა, მურმან ნაჭყებია და ლავრენტი ალანია.

ზუგდიდის გამგებელმა ლაშა გოგიამ დაკითხვის შემდეგ სასამართლო ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე დატოვა მამუკა წოწერიამ  და მაიზერ ნანავამ განაცხადეს, რომ მაია ღურწკაიას და ქეთო ტაბაღუას გათავისუფლების მიზეზი არ ყოფილა პარტიული და პოლიტიკური ინტერესები. „შეფასებისას სულ 24 ჩამონათვალია, თუმცა მთლიანობაში რომ შევაჯამოთ, ამ ადამიანებს სუსტი მენეჯერული თვისებები ჰქონდათ“,-უთხრა ჟურნალისტებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ.

საქმე ეხება მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების: მაია ღურწკაიას და ქეთო ტაბაღუას საქმეს. მათი სარჩელის საფუძველზე ზუგდიდის სასამართლომ 23 იანვარს დაიწყო საქმის განხილვა.

მოსარჩელე მხარის ინტერესებს იცავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ლელა მოწონელიძე. მოპასუხე მხარეს წარმოადგენს გამგეობის იურისტები ასმათ ბერაია და ნათია ჩიტაია. მესამე მხარეებად კი წარმოდგენილები არიან მაგდალინა თოდუა და ლაშა ჯიქია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!