- სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღთაგან, ავტორიზაციის პროცესისთვის, მიმდინარე ეტაპზე, საპილოტედ შერჩეული ცხრა საბავშვო ბაღი ემზადება.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა ლელა გრიგოლაიამ, სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ცენტრის მეთოდისტებთან და ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრაზე საკითხები ავტორიზაციის პროცესში გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმების პარალელურად, საავტორიზაციო და საორგანიზაციო საკითხებს შეეხო.