- შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, პატრულ-ინსპექტორების სამუშაო ფორმა შეიცვლა.
“თანამედროვე დიზაინის ახალი ფორმა და ფეხსაცმელი სპეციალურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის არის შექმნილი, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს და დამზადებულია მაღალხარისხიანი მასალისგან. გარდა ამისა, ახალი უნიფორმა მაქსიმალურად მორგებულია პატრულ-ინსპექტორთა ყოველდღიურ საჭიროებასა და მათ ფუნქცია-მოვალეობებზე”.-ნათქვამია შსს განცხადებაში.