- მოვუწოდებ საკრებულოს ყველა წევრს და პოლიტიკურ სუბიექტს, რომ კრიზისის შექმნას ხელი არ შეუწყოს, – ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ სანდრო სორდიამ განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობა” ტოვებს სხდომებს, გარკვეული პროცედურული საკითხების შემდეგ, რაც ხდება საფუძველი იმისა, რომ ქვორუმის არარსებობის გამო, პროცედურულად ვერ მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, რაც რა თქმა უნდა, კრიზისის შექმნის საფუძველია. მე მოვუწოდებ, ყველა პასუხისმგებლიან საკრებულოს წევრს და პოლიტიკურ სუბიექტს, კრიზისის შექმნას ხელი არ შეუწყონ,”-განაცხადა სანდრო სორდიამ.
დღეს, ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ისევ ერთი კვირით გადაიდო.