- უკრაინაში გამართულ “სამოქალაქო ბიუჯეტის” მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დელეგაცია დაესწრო.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ დავით გახარიამ და მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ლექსო თოდუამ.
შეხვედრა პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა და მას პროექტში ჩართული 7 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციის მსვლელობისას ხაზი გაესვა ზუგდიდში “სამოქალაქო ბიუჯეტის” წარმატებულ განხორციელებას და მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას ამ პროექტში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგატები ქალაქ პოლტავას მერის მოადგილეებს და სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ზუგდიდის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უკრაინელ კოლეგებთან ორ ქალაქს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.