სამინისტრო-საქართველოდან 24.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული


  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან 5.5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი უკვე განხორციელდა.

“ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 24.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს თხილის ექსპორტის მოცულობა 27% -ით (1.2 ათასი ტონა) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება: იტალია (2 790 ტონა), გერმანია (747 ტონა), ესპანეთი (354 ტონა), ჩეხეთი (220 ტონა), პოლონეთი (168 ტონა), ლიეტუვა (110 ტონა), ლატვია (66 ტონა), საფრანგეთი (65 ტონა), ესტონეთი (44 ტონა), ბულგარეთი (22 ტონა), ბელგია (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე ასევე გადის: სომხეთში (354 ტონა), უკრაინაში (138 ტონა), რუსეთში (82 ტონა), ერაყში (72 ტონა), ბელარუსში (71 ტონა), ჩინეთში (52 ტონა), არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში (40 ტონა), მექსიკაში (28 ტონა), არგენტინაში (26 ტონა), დიდ ბრიტანეთში (22 ტონა), თურქეთში (22 ტონა) და უზბეკეთში (22 ტონა)”.-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!