- ანაკლიამ სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების პირველ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.
ფესტივალში მონაწილეობას როგორც საქართველოს, ასევე სომხეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლები იღებდნენ.
ღონისძიება წელს პირველად, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო ასოციაციის პრეზიდენტის გოჩა კაპანაძის ინიციატივით დაფუძნდა.
ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.
სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდის მერიისა და მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ტარდება.
ფოტო: ზუგდიდის მერია