სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 68 კოვიდპაციენტი.
ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმე.
“სენამედის” კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 27 პაციენტი, მათ შორის მძიმე 6.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 18 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 20 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედი – 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 57 ადამიანი.