სამეგრელო-ზემო სვანეთში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება


  • 28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ტრადიციულად, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11:00-16:00 საათებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება.

წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია გადავლახოთ ბარიერები ცოფთან ბრძოლაში.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციისთვის შემდეგი მისამართები განისაზღვრა:

ზუგდიდი – კ. გამსახურდიას 1 შესახვევი N 4.

მარტვილი – გახოკიძის ქ.N5.

აბაშა – ჩიქოვანის ქ.N13.

სენაკი – რუსთაველის N235.

ხობი – ც. დადიანის N185

ჩხოროწყუ – აღმაშენებლის N11

წალენჯიხა – გამსახურდიას N9

ფოთი – კოსტავას ქ.N193

მესტია – ბ. კახიანის ქუჩა აეროპორტის მიმდებარედ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!