სამეგრელო-ზემო სვანეთში და სხვა რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 12 პირი.

დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების, ასევე წალენჯიხის, მარტვილის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი – 1984 წელს დაბადებული მ.ბ., 1958 წელს დაბადებულ გ.ფ., 1964 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებულ გ.ბ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, “ნაგანის” ტიპის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 4 პისტოლეტი, 6 მჭიდი და 29 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და სსკ-ის 273-ე მუხლით მიმდინარეობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!