- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა-15, იმერეთი-37, ქვემო ქართლი-19, შიდა ქართლი-21, გურია-3, სამეგრელო – ზემო სვანეთი-28, კახეთი-17, მცხეთა-მთიანეთი-6, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0”.-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.