- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კოტე ბასარია დაინიშნა.
კოტე ბასარია წლების მანძილზე მუშაობდა ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილების უფროსად, შრომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების საკითხებში განყოფილების უფროსად, მრჩევლად ადგილნაცვალ პირთა განსახლების საკითხებში, ადგილნაცვალ პირთა სენაკის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
მანამდე ამ მოავალეობას რეზო ქობალია ასრულებდა.