- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.
შეხვედრაზე საელჩოსთან ერთად რეგიონში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის, ადრეული გამოვლენის და მსხვერპლთა მხარდაჭერის პროექტი ხორციელდება. გარდა ამისა ნიდერლანდების საელჩო რეგიონში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობს.