სამეგრელოში უკანონო ტყითსარგებლობის 37 ფაქტი გამოვლინდა


  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 151 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 111 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 40 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 10 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენის ინფორმაციით, უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 37-37 ფაქტი გამოვლენილია კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.

“ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 138 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში დალუქულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1 135 ფაქტი გამოავლინეს.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!