სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოვლინდა


  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.

” ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა, თევზჭერის აკრძალული საშუალებების – ელექტროშოკური მოწყობლობების, ე.წ. პილიკანების გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის, ჯამში 7 კილოგრამამდე თევზი.

ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.”-აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამემტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × 5 =

Akismet ანტისპამი