სამეგრელოში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დადასტურდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით გატესტილ იქნა 941 მოქალაქე, აქედან ახალი დადებითი შემთხვევა არის 32.

“ზუგდიდში გვაქვს ახალი დადასტურებული შემთხვევა 28, აქედან 17 არის გუშინ დადასტურებული დარაჯის კონტაქტი, 3 თბილისში მგზავრობის მქონე მოქალაქის კონტაქტი, 2 არის ზუგდიდის მცხოვრები დედა-შვილი, რომლებიც წალენჯიხაში მცხოვრების კონტაქტები არიან. 2 არის ოქროს ბირჟის კლასტერის დადატურებული შემთხვევასთან კონტაქტი, 1 არის ბენდელიანის ქუჩის კლასტერის კონტაქტი, 1 არის ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში. დანარჩენ 4 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდ კვლევა. 2 შემთხვევა გვაქვს ფოთში, რომელიც უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”.

მალხაზ თორიას ინფორმაციით, სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 162 მოქალაქეს.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 66 კოვიდ პაციენტი, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 145 ადამიანი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!