- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება-74 ადამიანი.
რუხის კლინიკაში იმყოფება-66 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 7 მოქალაქე.
ფოთის კლინიკაში იმყოფება-40 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 4 პაციენტი.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი-4 პაციენტი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა-28 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი-38 პაციენტი.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა-21 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა ფოთის მცხოვრები, 69 წლის ქალი. ის ბათუმის კოვიდ კლინიკაში მკურნალობდა.