- სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ თორიას ინფორმაციით, 29 სექტემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, ბიოლოგიური ნიმუში 577 პირს აუღეს. აქედან ცნობილია 494 ანალიზის პასუხი და მათ შორის ახალი კორონავირუსი 17 მოქალაქეს დაუდგინდა. აქედან, 5 ზუგდიდში გამოვლინდა, 6 – 6 ფოთსა და ხობში.
“რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 577 ტესტი, აქედან გვაქვს 17 დადებითი პასუხი, მათგან 6 ხობში გუშინ, დადასტურებული მძღოლის ოჯახის წევრები და მეზობელია, ასევე 6 შემთხვევა გვაქვს ფოთში გამოვლენილი, რომლებიც ბათუმს უკავშირდებიან, აქედან 5 ფოთის მკვიდრია, ერთი კი ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრია და ფოთში მუშაობდა.
რაც შეეხება ზუგდიდს, გვაქვს 5 ახალი შემთხვევა, რომელთგან 1 არის საზღვრისკვეთა, 2 არასრულწლოვანია რეპეტიტორის კლასტერიდან, 1 გამოვლინდა კარანტინში, შემოსული იყო საზღვრის კვეთით, 1 კი ცაიშის სკოლის ავტობუსის მძღოლია”.- განაცხადა მალხაზ თორიამ.
მისი განმარტებით, სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 114 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 77 კოვიდ პაციენტი, აქედან 6-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 176 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 4 მოქალაქე, მათგან 3 ზუგდიდი, 1 კი ხაიშია.