სამეგრელოში, აჭარაში და მცხეთაში აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინდა

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  2021 წლის იანვრის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს, აჭარისა და მცხეთის რეგიონებში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 6 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 6 პირი, რომელთა შორის 2 დაკავებულია.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 8 400 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება და სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც ხდებოდა უაქციზო საქონლის გადაზიდვა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით”.-ნათქვამია უწყების მიერ, გავრცელებულ ინფორმაციაში.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.