- სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 673 ტესტი, აქედან 12 დადებითი პასუხია, მათგან 3 ზუგდიდის შემთხვევეაა, ხოლო 9 არის ოკუპირებულ საბერიოს შემთხვევა. ზუგდიდის სამივე დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს.
მალხაზ თორიას განმარტებით, სულ რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 68 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 63 კოვიდ პაციენტი, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ორი გამოჯანმრთელდა მათგან ერთი არის საბერიოს მკვიდრი, მეორე კი ბათუმის.
რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 176 ადამიანი.