სამეგრელოს პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი დააკავა


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი: 1974 წელს დაბადებული კ.ჭ., 1988 წელს დაბადებული გ.ქ. და 1993 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დგინდება, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა კ.ჭ.-მ, გ.ქ.-სთან და ი.ქ.-სთან ერთად, 2004 წელს დაბადებული შ.ჭ.-ს მიმართ ძალადობა დააორგანიზა. გასული წლის 31 დეკემბერს, მათ შორის მომხდარი დაპირისპირების დროს შ.ჭ.-მ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა გ.ქ.-ს და კ.ჭ.-ს. პოლიციამ 2004 წელს დაბადებული შ.ჭ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით კ.ჭ.-ს, გ.ქ.-ს და ი.ქ.-ს ბრალეულობა გამოიკვეთა და სამართალდამცველებმა ისინი თბილისში, ბათუმსა და ხობში დააკავეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!